თქვენ შეძლებთ დაიწყოთ დიზაინერის კარიერის განვითარება ნულიდან. კურსის გავლის შემდეგ IT აკადემია STEP-ი გაძლევთ შანსს, დაეუფლოთ Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც საშუალებას მოგცემთ დასაქმდეთ, როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ბაზარზე.
- კურსი დაგეხმარებათ შექმნათ და განავითაროთ საკუთარი კარიერა კრეატიულ ინდუსტრიაში. ერთდროულად დაეუფლებით ორ მოთხოვნად პროფესიას: გრაფიკულ [სარეკლამო] დიზაინს და ბრენდის დიზაინს. თქვენ შეძლებთ შექმნათ ბრენდის ვიზუალური იდენტობა, რაც საშუალებას მოგცემთ მუდმივად განავითაროთ და მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი კრეატიული შესაძლებლობები.
-
დღეს არსებულ კონკურენტულ ბაზარზე, კომპანიებს კარგად ესმით ბრენდის იდენტობის მნიშვნელობა, რაც მუდმივად ზრდის მოთხოვნას პროფესიონალ ბრენდ დიზაინერებზე. ბრენდ დიზაინერის საშუალო წლიური ანაზღაურება, საქართველოში 39 000 ლარი, ხოლო გლობალურ ბაზარზე - 70 000 ა.შ.შ დოლარია.
-
როგორც ბრენდ დიზაინერს, თქვენ საშუალება გექნებათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ბრენდის პოზიციონირებაში. შექმნათ გრძელვადიანი პროექტები და განავითაროთ საკუთარი კარიერა. როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე კომპანიები მუდმივად ეძებენ კარგ ბრენდ დიზაინერებს რათა სწორად განავითარონ საკუთარი პროდუქტები.

