ბუღალტერ - ოპერატორი

28 გრიგოლ ფერაძის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
საოფისე
06 ივნისი - 18 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ევროპროდუქტი“, ქართულ ბაზარზე, 17 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო. 2014 წელს „ევროპროდუქტმა“ თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 32 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი. „ევროპროდუქტი“ ზრდას უწყვეტად განაგრძობს – გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge ამჟამად, შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე;

სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა; სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე კვირის გარდა, შაბათს 3 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:


  • შეკვეთების მიღება;
  • პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
  • სალაროს ზეტის გატარება სისტემაში;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითეთებების შესრულება.
  • ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • სასურველია მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • სასურველია ბუღალტრული პროგრა APEX-ის  ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
  • სასურველია  ACCA-ს პირველი დონის სერთიფიკატი. 


ძირითადი მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • სასურველია მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • სასურველია ბუღალტრული პროგრა APEX-ის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
  • სასურველია ACCA-ს პირველი დონის სერთიფიკატი.
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • აქტიური
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. „ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
დეპარტამენტი
ფინანსები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ბუღალტერია, გუნდურად მუშაობის უნარი, APEX, Microsoft Office-ის უნარები
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები, შესყიდვები, საწყობი და წარმოება
სლოგანი
ხარისხიანი, სანდო, ხელმისაწვდომი.
მისამართი
77 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 ივნისი - 18 ივლისი