მერჩედაიზერი

77 წერეთლის გამზირი, თბილისი
სრული განაკვეთი
საველე
06 ივნისი - 23 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 31 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით) ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი + 100 ლარი ბონუსი ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს და ავტომობილის ცვეთის ხარჯს)
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. „ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
ხელფასი
700
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საველე
ენები
ქართული
უნარები
კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ხარისხის კონტროლი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები, შესყიდვები, საწყობი და წარმოება
სლოგანი
ხარისხიანი, სანდო, ხელმისაწვდომი.
მისამართი
77 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 ივნისი - 23 ივლისი