შერჩევის მენეჯერი

77 წერეთლის გამზირი, თბილისი
09:30 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
1-2 წელი
06 ივნისი - 18 ივლისი

ვაკანსიის აღწერა


კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 32 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!  

დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე)


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება და მართვა;
  • არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების მოზიდვის უზრუნველყოფა;
  • კანდიდატთა მოძიების არხების განსაზღვრა;
  • საჭიროების შემთხვევაში ჰედ ჰანთინგის მეთოდის გამოყენება;
  • თითოეულ პოზიციაზე შერჩევის პროცედურის და სტანდარტების დადგენა;
  • სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით ახალ თანამშრომელთა მოძიება;
  • სტაჟიორთა შერჩევისა და განვითარების მონიტორინგი;
  • შერჩევის პროცესის ეფექტურობის მიზნით ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • პირველადი ურთიერთობა უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან;
  • დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
  • პროფესიული უნარების შესაფასებელი ტესტების განსაზღვა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად;
  • აპლიკანტთა მონაცემთა ბაზის წარმოება; 
  • პროფესიული უნარების ტესტირების ჩატარება;
  • რეპორტების მომზადება;
  • HR ბიზნეს პარტნიორთან შერჩეული აპლიკანტების შესახებ მონაცემების მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის დარგში.
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • გამოვლენილ ხარვეზებზე დროულად რეაგირების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი.
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
დეპარტამენტი
ადამიანური რესურსები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:30 - 18:00
უნარები
HR მენეჯმენტი, რეკრუტმენტი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები, შესყიდვები, საწყობი და წარმოება
სლოგანი
ხარისხიანი, სანდო, ხელმისაწვდომი.
მისამართი
77 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 ივნისი - 18 ივლისი