მარკეტინგის მენეჯერი

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
10:30 - 18:30
სრული განაკვეთი
საოფისე
08 ივნისი - 08 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

ალაგი ლოგისტიკს“ გახლავთ საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია. ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის უმაღლესი მომსახურების მიწოდებაა.

მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სურვილების ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში ჩვენი კომპანია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა „ალაგის“ ზრდა-განვითარება და დამატებითი ადამიანური რესურსის მოზიდვა.

ჩვენ გვესაჭიროება მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე.

მან უნდა დაგეგმოს  და განახორციელოს ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;

მარკეტინგული ინსტრუმენტებით ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვის ორგანიზება;

მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა,მონიტორინგი, ბიუჯეტირება, კოორდინირება და ოპტიმიზაცია;

ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა; ელექტრონული ფოსტის გაგზავნის ორგანიზება;

ანალიტიკისა და ანგარიშგების ჩატარება მთელი მარკეტინგის სფეროსთვის

 

სასურველია ჰქონდეს :

  • მარკეტინგის მენეჯერად მუშაობის წინა გამოცდილება.
  • Push შეტყობინებების შექმნისა და მართვის გამოცდილება
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება  (fb, In, PPC, SEO საბაზისო ცოდნა; Google Ads and etc).

 აუცილებელია:

  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თქვენ მიიღებთ:

  • კომფორტულ გარემოს;
  • საკუთარი თავის ზრდის უამრავ შესაძლებლობას;
  • თემატურ ბიბლიოთეკას;
  • მაღალ სტრუქტურირებულ სამსახურს;
  • ყავა, თიმ ბილდინგები და კორპორატივები
  • შრომით ხელშეკრულება;
  • სტაბილური ხელფასი;
  • დაზღვევას

დაქირავების პროცესი:

  • ტოვებთ CV-ის awork.ge-ს პლატფორმაზე
  • გადიხართ გასაუბრებას
  •  გადიხართ ტესტირებას

სამუშაო პირობები:

ორშაბათი-პარასკევი,10:30-18:30

თბილისი, ც.დადიანის #7

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
დეპარტამენტი
მარკეტინგი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
English, Русский
სამუშაო საათები
10:30 - 18:30
უნარები
Push შეტყობინებები, Google Ads, მარკეტინგი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ლოჯისტიკა
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
08 ივნისი - 08 ივლისი