მენეჯერი

16 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
სრული განაკვეთი
09 ივნისი - 16 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS word, excel).
პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული(ცვლებში)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
უნარები
გუნდის მართვა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზების უნარები, პუნქტუალურობა
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
09 ივნისი - 16 ივლისი