კონსულტანტი - მარჯანიშვილი

108-110 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
Full time
09 June - 06 July

Vacancy description

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში (მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი).

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Details
Employment type
Full time
Skills
Customer Service, Salesforce
09 June - 06 July