კონსულტანტი - ვაჟა-ფშაველას გამზ.

ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
09 ივნისი - 23 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

მულტი არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
  • დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება.
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • მზარდ ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
უნარები
გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობები
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
ყველაფერი ერთ სივრცეში
სოციალური ქსელები
09 ივნისი - 23 ივლისი