სტანდარტული

არქიტექტორი

15 ივლისი - 08 აგვისტო
დეტალები
მისამართი
16 ნიკიფორე ირბახის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
5000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
გამოცდილება
3-5 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დეველოპმენტი, მშენებლობა

ვაკანსიის აღწერა

მოედანი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას წამყვანი არქიტექტორის პოზიციაზე.

 

მოედანი ჯგუფის მიმდინარე პროექტი, რომელიც მოიცავშ 1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ მრავალფუნქციურ კომპლექს, მდებარეობს თბილისის ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში და ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებ, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის. „მოედანის“ მთავარი ინსპირაცია სწორედ „პიაცას“ ტიპის საზოგადოებრივი სივრცეა, რომელსაც ევროპულ ქალაქებში ვხვდებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.moedani.ge

 

 

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

·        უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

·        არქიტექტორად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება;

·        პროექტების შეთანხმების და ნებართვების მოპოვების პირადი გამოცდილება (ან მონაწილეობა ჯგუფებში, რომელთაც წარმატებით განავითარეს და დაამტკიცეს პროექტები).

სამუშაოს აღწერილობა:

·        არქიტეტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

·        დიზაინერთა და არქიტექტორთა გუნდის წევრების სამუშაო აღწერილობების შედგენა და თანამშრომლების შერჩევა (3-4 პოზიცია);

·        1 ჰექტარის და მეტი მოცულობის ტერიტორიის ურბანული და არქიტექტურული განვითარების კონცეფციის დამუშავება;

·        სივრცითი დაგეგმარების და გენერალური რეგულირების გეგმის პროექტის შედგენის კოორდინაცია;  

·        პოტენციური კონტრაქტორების (საინჟინრო და ა.შ.) შერჩევა და სამუშაოების შესრულების კოორდინაცია;

·        სრული საპროექტო დოკუმენტაციის შეკვრა;

·        მუნიციპალურ და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია;

·        კომპანიის მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება პროექტების მიმდინარეობის თაობაზე.

დამატებითი მოთხოვნები:

·        ინგილისური ენის ფლობა С1 დონეზე;

·        საოფისე და არქიტექტურული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;  

·        პრეზენტაციების მომზადების და წარდგენის შესაძლებლობა;

·        შეხვედრების ორგანიზების, დაგეგმვის, ჩატარების და შედეგების კონტროლის კარგი უნარების ქონა;  

·        მცირე ზომის გუნდის მართვა, ფუნქციების გადანაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;

·        აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანომდებლობის ცოდნა.

პირობები:

  • სამუშო გრაფიკი - სრული;
  • ანაზღაურება - 5000 ლარიდან;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობები.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ პორთფოლიო  და რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@moedani.ge. სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „არქიტექტორი“. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

კატეგორია
მშენებლობა
სლოგანი
თავშეყრის ადგილი
სოციალური ქსელები
15 ივლისი - 08 აგვისტო