"მოედანი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე www.moedani.ge
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
· სამშენებლო გუნდის მართვა/დაკომპლექტება
· სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა
· სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის მომზადება
· სამშენებლო პროექტების მართვა დროსა და ხარჯებთან მიმართებაში
· შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხარჯებისა და მოცულობების თვალსაზრისით
· სამშენებლო სამუშაოების გეგმების მომზადება (დაგეგმარება)
· დაგეგმილი და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შედარებით ანგარიშების მომზადება
· პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია
· პროექტების ვადების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება საინჟინრო/სამშენებლო განხრით
· პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
· კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილად ცოდნა
· ანალიტიკური აზროვნება
· სამშენებლო პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი
· ასაკი: 35-55 წელი
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით, 5000დან - 7000 ლარამდე + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@moedani.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2022 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.moedani.ge