გაყიდვების ოფიცერი

37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
Full time
Office
28 June - 27 July

Vacancy description

"პაშა ბანკი" დაინტერესებულ და მოტივირებულ პირებს გთავაზობთ გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე დასაქმებას.

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა
  • საბანკო პროდუქტებისა და სერვისების აქტიური გაყიდვების წარმოება (სესხები, საბანკო ბარათები) ბანკის მიერ განსაზღვრულ გაყიდვების წერტილებში
  • ყოველდღიურად დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, ფაილინგის წარმოება
  • ბანკის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
  • მომხმარებლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების გზით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
  • სამუშაო გამოცდილება:სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • უცხო ენები:ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office პროგრამების ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია
ჩვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ
თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ სს "პაშა ბანკი საქართველო" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სს "პაშა ბანკი საქართველოში" დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@pashabank.ge

Details
Department
Sales
Employment type
Full time
Working type
Office
Languages
English, ქართული, Русский
Education
Bachelor
Skills
პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობა, ინიციატივა
About Employer
Category
Finances
Location
37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162, საქართველო
Socials
28 June - 27 July