სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექპორტიორი
კომპანია „ნოვა“ (www.NOVA.ge )
აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების
კონსულტანტი“-ის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები
და კომპანიის შინაგანაწესი;
- გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების,
ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
- ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს
დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
- შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე
ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
- შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
- გასცეს გაყიდული საქონელი;;
- საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების
შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას
- მონაწილეობა მიიღოს ინვეტარიზაციაში;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის
ცალკეული სამსახუროებრივი დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურელია უმაღლესი განათლება;
- სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება კონსულტანტის
პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების (Word,
Excel) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნუკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- პედანტურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ
მოცემულ მოთხოვნებს.