ოფის-მენეჯერი
კახეთის გზატკეცილი, თბილისი
10:00 - 18:00
1-2 წელი
04 ივლისი - 03 აგვისტო
CV-ს გაგზავნა
ვაკანსიის აღწერა
ვიურტ გეორგია
აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
სასურველია ინგლისური ან/და გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
მათემატიკური აზროვნების უნარი;
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის, ან ბუღალტერიის სფეროში;
პირველად დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება;
ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება;
პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა;
სასაწყობე პროგრამებით მაღაზიის მარაგების მართვა;
მიმდინარე საკითხების მოგვარება.
პიროვნული თვისებები:
შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
მოწესრიგებული;
თავაზიანი.
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა
გამოგვიგზავნეთ
CV ფოტოსურათთან ერთად.
CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!
დეტალები
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებული
დამსაქმებლის შესახებ
ვიურტ ჯორჯია / Würth Georgia
მისამართი
კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
კომპანიის შესახებ
04 ივლისი - 03 აგვისტო
CV-ს გაგზავნა