PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება უმაღლესი საერთასორისო სტანდარტების შესაბამისად. ფრანგული დესერტებისა და ფუნთუშეულის მრავალფეროვანი არჩევანი ჩვენი განსაკუთრებული ტრადიციაა.
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას კონდიტერისა და დამხმარე კონდიტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სხვადასხვა სახის ფრანგული საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა;
საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
მარაგების მომზადება;
ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მასიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით;
კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.
დამხმარე კონდიტერი - ხელფასი: 800 ლარი
კონდიტერი - ხელფასი: 1000 ლარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.