PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითიც ფრანგული პური გაითქვა მთელ მსოფლიოში.
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას წინა ხაზის თანამშრომელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
• საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
• სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
• სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
• მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
• რესტორანში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა;
• დესერტების განლაგება სტენდზე შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით;
• პროდუქციის მარაგის კონტროლი.
• რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
• მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
• პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი
• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი:
ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობებთან;
ანაზღაურება დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე + ,,ჩაი'' (დაახლოებით 1000 ლარი)
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!