"Dora Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ მოტივირებული, გამოცდილი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდის წევრი. გარდა ამისა, კომპანია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება, გამოიმუშაოთ უნარ-ჩვევები და გახდეთ უძრავი ქონების წარმატებული აგენტი.
- მომხმარებლების ზარების მიღება და მათთან კომუნიკაცია;
- მომხმარებლებთან წერილობითი კომუნიკაცია;
- კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მომხმარებლებთან;
- უძრავი ქონების განცხადებების ატვირთვა და მონაცემთა ბაზის წარმოება;
- სათანადო მითითებების გაცემა უძრავი ქონების გამყიდველებისა და მყიდველებისთვის
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინგლისური, რუსული ან ნებისმიერი სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
- 50% საკომისიო თითოეული წარმატებული საქმიდან;
- მეგობრული გარემო და გასართობი ღონისძიებები;
- შესაძლებლობა, გახდეთ ექსპერტი ისეთი ძვირადღირებული პროდუქტის გაყიდვისა და გაქირავების სფეროში, როგორიცაა უძრავი ქონება;
- კომპანია უზრუნველგყოფთ კორპორატიული ნომრითა და ულიმიტო სასაუბრო დროით;
- კომპანია აანაზღაურებს განცხადებების ატვირთვის ღირებულებას.
ანაზღაურება: 800-3000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე.