კვების ტექნოლოგი

ავჭალის ქუჩა, თბილისი
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
3-5 წელი
05 ივლისი - 04 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

შპს "მზამზარეულის" შვილობილი კომპანია შპს "მზამზარეული პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას კვების ტექნოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტექნოლოგიური ბარათების შემუშავებასა და რეცეპტების გაწერაში მონაწილეობის მიღება;
  • ასორტიმენტის მართვა;
  • სიახლეების დანერგვა და ახალი ასორტიმენტის შეთავაზება;
  • წარმოების პროცესისათვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის, საჭიროების განსაზღვრისა და მომარაგების კონტროლი;
  • უზრუნველჰყოს პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხის მაქსიმალური შესაბამისობა მომხმარებლის მოთხოვნილებასთან:
  • სისტემატურად ახორციელებდეს ორგანიზაციის საქმიანობისა და წარმოების ინდუსტრიალიზაციას, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას-მუშახელის პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - კვების ტექნოლოგიის მიმართულებით სასურველია; (სერთიფიკატი კვების ტექნოლოგიის მიმართულებით აუცილებელი)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ტექნოლოგიური ბარათების შექმნის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
სამუშაო ადგილი: 
თბილისი, ავჭალის გზატკეცილი N43

სამუშაო გრაფიკი:
 სრული განაკვეთი, კვირიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00-საათამდე

შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა და ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
3-5 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
სიმონ ჩიქოვანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 ივლისი - 04 აგვისტო