გაყიდვების მენეჯერი

ვახტანგ კოტეტიშვილის შესახვევი, თბილისი
05 ივლისი - 04 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

ღვინის კომპანია "ვაზის კალამი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • უკვე ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა, ადგილზე გავლილი დეტალების შესახებ მეილის გაგზავნა/სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება (end to end process)
  • გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის მიწოდება
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში და იმპლიმენტაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებთან ერთად აქტიური ჩართულობა
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პირადი ავტომობილი
პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
ანაზღაურება: 
ხელფასი და ბონუსი -
ხელფასი: ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 1500 ლარი (დამატებით გამომუშავებადი ბონუსი 2000 და ზევით) 

დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ რეზიუმე.
დეტალები
ხელფასი
1500 ₾
უნარები
შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
ვახტანგ კოტეტიშვილის შესახვევი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
05 ივლისი - 04 აგვისტო