საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების და ტექნიკური საშუალებების შემოწმება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, დანადგარების შიდა ელექტროგაყვანილობების შემოწმება;
დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა;
დადგენილი პერიოდულობით გაცვეთილი კვანძების, დეტალების, აპარატურისა და ხელსაწყოების შეცვლა, შესაკვეთი ნაწილებისა და მარაგების უზრუნველყოფა;
დამიწების ქსელის კონტროლი;
კომუნალური და სავენტილაციო საშუალებების მეთვალყურეობა;
შემუშავებული პრევენციული ტექ-მომსახურების პროგრამის შესრულება, ცხრილების წარმოება და პერიოდული განახლება, სრულყოფა;
ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის სისტემით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა, დოკუმენტებისა და ჩეკლისტების წარმოება;
ჩატარებული და დაგეგმილი სამუშოების შესახებ, პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით);
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
სურსათის საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საწარმოო ხაზის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
შრომის უსაფრთხოების პრინციპების საბაზისო ცოდნა;
ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა;
კორპორატიული ნომერი;
ტრენინგები და ინსტრუქტაჟები;
ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ან ყოველთვიური საწვავის ლიმიტი.
მდებარეობა: ნატახტარი
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.