სტაჟიორი-ბუღალტერი

მარი ბროსეს ქუჩა, თბილისი
08 ივლისი - 25 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

AWARD ჰოლდინგი სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის კომპანიათა გაერთიანებაა, რომლის ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული მშენებლობაა. დამატებითი ინფორმაცია ევორდ ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://awardholding.com/ge/about

ჰოლდინგი აცხადებს  ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე:

სტაჟირება მოიცავს:

  • კომპანიის საფინანსო დეპარტამენტის გუნდთან კოორდინაციით,
  • ბუღალტრული გატარებების წარმოებას;
  • ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის შექმნას;
  • ერთიან საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლს;
  • პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულებას;
შერჩევისა და სტაჟირების პირობები:

  • შერჩევის პროცესში, გასაუბრების შემდეგ აპლიკანტი გაივლის ტესტირებას.
  • სტაჟირების საერთო ხანგრძლივობაა 6 თვე. სტაჟირების პირველი თვე არა ანაზღაურებადია, ხოლო შემდეგი 5 თვე ანაზღაურებადი.
  • სტაჟიორს ვთავაზობთ მასზე მორგებულ გრაფიკს. გამოცდების, შუალედური წერის, სემინარებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების დროს მხარდაჭერას.
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:                                  
  • ბიზნესის/ეკონომიკის ფაკულტეტის III-IV კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგად ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • იდენტურ ან მონათესავე პოზიციაზე სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს ქ. #6
სამუშაოს ტიპი: მოქნილი გრაფიკი

თუ თვლით, რომ აღნიშნული მიმართულებით სტაჟირება თქვენთვისაა და გსურთ მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
უნარები
პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
08 ივლისი - 25 ივლისი