ექაუნთ მენეჯერი

49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
09:30 - 18:30
საოფისე
08 ივლისი - 07 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

"ბიბლუსი" ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ფუნქცია მოვალეობები:

  • ახალი გასაყიდი არხების მოძიება და მომხმარებლებთან მოლაპარაკება
  • არსებული პორტფელის მართვა
  • შეკვეთების მიღება
  • შეთავაზებების დამუშავება
  • შეკვეთების მართვა
  • ტენდერებში მონაწილეობის მიღება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, შეკვეთის ჩაბარება
  • საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია
  • შეკვეთების სისწორეზე პასუხისმგებლობის აღება
  • იურიდიული დოკუმენტაციის : ინვოისის, მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების სისწორის კონტროლი
  • დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებლობა
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება
  • ნაშთების ანალიზი, ნაკლებად გაყიდვადი პროდუქციის გამოვლენა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა
  • წლიური შესყიდვის ანალიზი
სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:30 - 18:30
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 ივლისი - 07 აგვისტო