კონსულტანტი - ვაკე

ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
08 July - 07 August

Vacancy description

"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
მისამართი: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

ძირითადი მოვალეობები:

  •  მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
  •  დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  •  სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
  •  ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები: 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:

  •  კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  •  მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  •  მზარდ საბონუსე სისტემას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 998 053

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
About Employer
Slogan
ყველაფერი ერთ სივრცეში
Socials
08 July - 07 August