გაყიდვების მენეჯერი

ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
10:00 - 18:00
08 ივლისი - 07 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია " March " გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური საშუალებების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც ათი წელია წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე,

კომპანია " March " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

  • სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღე: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 
  • ანაზღაურება: 500-600 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემა (წარმატებული გაყიდვების შემთხვევაში  
  • საშუალოდ 1000-1500 ლარი გამოდის თვეში). ხელფასის (ასევე ბონუსის) ზრდის პერსპექტივით.
  • მაქსიმალური ხელშეწყობა კარიერული წინსვლისთვის
  • თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა.
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება
  • შოურუმში კლიენტების კონსულტირება, მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაცია (შეკვეთის მიღება/გაფორმება)
  • სოციალური მედიის საშუალებით გაყიდვების მაჩვენებლების ზრდა (პოსტებით და  კლიენტებთან კომუნიკაციით)
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება
ძირითადი მოთხოვნები:

  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
პიროვნული თვისებები:

  • გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი, დროის ეფექტურად მართვის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
08 ივლისი - 07 აგვისტო