სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე თბილისში.
"კრედო ბანკი" 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
პროფესიული ტრენინგები.
პოზიციის მიზანი:
უნივერსალური მოლარე პასუხისმგებელია სს "კრედო ბანკის" სერვის ცენტრებში ნაღდი ფულისა და ფასეულობის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიღება / გაცემაზე, უნაღდო ოპერაციებსა და კლიენტების სხვადასხვა მომსახურებაზე, ბანკის პოლიტიკების და პროცედურების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
თანხების გაცემა ორგანიზაციის კლიენტებზე;
სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
უცხოური ვალუტის ნაღდი ფულით კონვერტაციის ოპერაციები;
საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
ახალი კლიენტის რეგისტრაცია;
კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
კლიენტის მონაცემების რედაქტირება და სავალდებულო განახლება;