Standart

უფროსი .Net დეველოპერი

11 July - 26 September
Details
Address
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
5+ years
Skills
გუნდურად მუშაობის უნარი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

Vacancy description

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი .Net დეველოპერის თანამდებობაზე.

"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თაბუკაშვილის 27

#გახდიკრედოელი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  •  კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროექტებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა;
  •  საახალწლო ბონუსი;
  •  თანამედროვე ოფისი - Digital Hub, სადაც კოდის წერისთვის იდეალური გარემოა;
  •  ტრენინგები, პროფესიული განვითარებისთვის;
  •  ონლაინ პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდავად;
  •  კორპორაციული ღონისძიებები;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა თავისთავად;
  •  წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონემენტი;
  •  ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა;
ძირითადი ფუნქციები:

  •  MS SQL ბაზების შემუშავება და ადმინისტრირება;
  •  სერვერული პროგრამების შექმნა C # და .NET Core, ASP.NET WEB API- ს გამოყენებით;
  •  კოდირების დავალებების შესრულება;
  •  კოდის მუშაობის სიზუსტისა და ფუნქციონირების გადამოწმება;
  •  პროექტირების გეგმების შექმნა და განხორციელება;
  •  კოდის სეგმენტების რეგულარული ანალიზი;
  •  გუნდის წევრებზე საქმის დელეგირება;
  •  ინდუსტრიაში თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების შესაბამისად განვითარება.
რა გვჭირდება შენგან:

  •  აუცილებელია პროგრამისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  აუცილებელია საბანკო, სადაზღვევო ან საფინანსო სფეროში პროგრამისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  •  ვებ დეველოპმენტში მსუყე გამოცდილება C#, .NET Core, ASP.NET, ASP.NET MVC, Microsoft Web API, JavaScript, JQuery, HTML, CSS ტექნოლოგიებთან;
  •  აუცილებელია 5 წლიანი გამოცდილება DB Development MS SQL-ის გამოყენებით;
  •  გუნდურად მუშაობის უნარი;
  •  დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  •  გუნდის განვითარებაზე ზრუნვის სურვილი;
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ძლიერი გუნდით და თუ შენც გსურს იამაყო საკუთარი მიღწევებით, გარემოცვით და სამსახურით, გამოაგზავნე CV.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი
Location
27 რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
11 July - 26 September