"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თაბუკაშვილის 27
"კრედო ბანკი" 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.
#გახდიკრედოელი
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროექტებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა;
- საახალწლო ბონუსი;
- თანამედროვე ოფისი - Digital Hub, სადაც კოდის წერისთვის იდეალური გარემოა;
- ტრენინგები, პროფესიული განვითარებისთვის;
- ონლაინ პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდავად;
- კორპორაციული ღონისძიებები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა თავისთავად;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონემენტი;
- ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა;
ძირითადი მოვალეობები:
- MSSQL მონაცემთა ბაზების შექმნა და შენარჩუნება;
- სერვერის აპლიკაციების შექმნა C# და ASP.NET WEB API-ის გამოყენებით;
- არქიტექტორებთან და ბიზნეს ანალიტიკოსებთან თანამშრომლობა
- ფუნქციონალების დადგენის მიზნით;
- უმაღლესი ხარისხის კოდის შემუშავება და დაწერა;
- კოდის მუშაობის სიზუსტისა და ფუნქციონირების გადამოწმება;
- პროექტირების გეგმების შექმნა და განხორციელება;
- გუნდის მიერ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფა;
- გუნდის წევრების ტექნიკური ხელმძღვანელობა;
- გუნდში პროგრამული უზრუნველყოფის მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
- გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა / გამოცდილების გაზიარება/ მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
- არსებული სისტემების განვითარებაზე ზრუნვა;
- სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
რა გვჭირდება შენგან:
- აუცილებელია საბანკო, სადაზღვევო ან საფინანსო სფეროში დეველოპერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია უფროსი დეველოპერის ან ჯგუფის უფროსის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია 3 წლიანი გამოცდილება DB Development MS SQL-ის გამოყენებით;
- ვებ დეველოპმენტში მსუყე გამოცდილება C#, ASP.NET, ASP.NET MVC, Microsoft Web API, JavaScript, JQuery, HTML, CSS; ტექნოლოგიებთან;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ძლიერი გუნდით და თუ შენც გსურს იამაყო საკუთარი მიღწევებით, გარემოცვით და სამსახურით, გამოაგზავნე CV.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი