სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ყვარელი
"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
- პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
- კორპორაციული ღონისძიებები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
#გახდიკრედოელი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- მომხმარებლების მოზიდვა;
- მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
- რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
- სესხის გაცემა;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
- მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
- საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.
- ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
- გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.