ედვაიზ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მბეჭდავის პოზიციაზე:
ჩვენ ვართ შპს ედვაიზ ჯგუფი - ერთ-ერთი წამყავნი სარეკლამო კომპანია და სტამბა, რომელიც 13 წელია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, დაკომპლექტებულია თანამედროვე მანქანა დანადგარებით, აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით. ჩვენ გთავაზობთ, გახდეთ სწორედ ასეთ კომპანიაში პროფესიონალთა გუნდის წევრი, სადაც გექნებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დაგხვდებათ გამორჩეულად მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
ძირითადი ფუნქციები:
საბეჭდი დანადგარის ცოდნა
პროდუქციის რაოდენობის კონტროლი (იგულისხმებატირაჟი (ტექნიკური დავალების შესაბამისად))
დასამუშავებული ნედლეულის მიღება (საჭიროებისას მიტანა დანადგართან)
ბეჭდვა ქაღალდის დამუშავება (იგულისხმება კარგად აბერტყვა და დანადგარისათვის დამუშავებული ნედლეულის მიწოდება (რაც გულისხმობს დანადგარის სტაბილურ მუშაობას))
ვალიკების რეგულირება
დანადგარის გეგმიური ტექნიკური მომსახურება
დაპოხვა, გარეცხვა, სუპერ ბლუს გადაკვრა და სხვა
წყლის და დანამვის სისტემის კარგი ცოდნა
დანადგარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება (სუფთა მდგომარეობაში ყოფნა)
უშუალო უფროსის მითითებით სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში