უსაფრთხოების ოფიცერი

Martkofi St, თბილისი
1-2 წელი
11 ივლისი - 30 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

CLOCKS HOTEL Tbilisi აცხადებს  ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე:

CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი  სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და  მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და
გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სამ დღეში ერთხელ დილის 9:30-დან მეორე დილის 9:30-მდე (24 საათიანი მორიგეობა)

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

  • სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგის მონიტორინგი (ინტერიერი და ექსტერიერი);
  • სასტუმროში შემსვლელთა და გამომსვლელთა მონიტორინგი; 
  • მონიტორინგის წარმოება პერიოდულად, რომ უზრუნველყოს სასტუმროს ოთახების უსაფრთხოება
  • უსაფრთხოების ლოგ-ბუქის წარმოება შემოწმებების აღსარიცხად; 
  • დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის გამოძიებას, როგორიცაა ქურდობა და კუთვნილი ნივთის დაკარგვა
  • უსაფრთხოების კამერების მონიტორინგი
  • დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში კოლეგებისთვის, როცა საჭიროებენ დახმარებას
  • ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა. აღნიშნული შემთხვევების აღმოჩენისას მოახდინოს შესაბამისი სამსახურის სასწრაფოდ ინფორმირება;
  • მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
პიროვნული უნარები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • უნარი შეინარჩუნოს სიმშვიდე კრიტიკულ სიტუაციებში
ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
დეტალები
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
Martkofi St, თბილისი, საქართველო
11 ივლისი - 30 ივლისი