რეცეფციის თანამშრომელი (მიმღები-ადმინისტრატორი)

Martkofi St, თბილისი
1-2 წელი
11 ივლისი - 30 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

Clocks hotel აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის (მიმღები-ადმინისტრატორის) პოზიციაზე:

CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი  სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და  მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და
გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: 12 სათანი ცვლები, 4 დღე მუშაობა, 4 დღე დასვენება
თვიური ხელფასი: 1125 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მეგობრული მიღება-განთავსება;
  • პროგრამა FINA -ში სტუმრის შესახებ ინფორმაციის შეყვანა;
  • ჩამომსველი / ახალი სტუმრების სიის ყოველდღიური შემოწმება; 
  • სტუმრების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება; მათ კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება უმოკლეს ვადაში
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება კომპანიის სტანდარტ შესაბამისად;
  • ფლობდეს განახლებულ ინფორმაციას სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რათა შეძლოს სტუმრებისთვის მისი კომპენტენციის  ფარგლებში სტუმრების მიღება - განთავსება;
  • დანაკარგების თავიდან აცილება სათანადო კრედიტ პოლიტიკის განხორციელების გზით და კომპანიაში დანერგილი  Cash policy - ის შესაბამისად მოქმედება
  • ცვლების გადაბარება კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად
  • სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის რეპორტების გამზადება/მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
დეტალები
ხელფასი
1125 ₾
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
Martkofi St, თბილისი, საქართველო
11 ივლისი - 30 ივლისი