ლოგიკმეტრი ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით ასწავლის სახალისო ინგლისურს, მათემატიკას, წიგნიერებას და რობოტექნიკას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარების გამომუშავებაში.
ჩვენ ვეძებთ ერთგულ და გამოცდილ
ინგლისურის მასწავლებელს, რომელიც
შემოუერთდება ჩვენს გუნდს. როგორც ინგლისურის მასწავლებელს, მოგეთხოვებათ ჩაატაროთ გაკვეთილები, რომლებიც ავითარებს მოსწავლეთა
თეორიულ და გამოყენებით უნარებს. ასევე, პასუხისმგებელი იქნებით საშინაო დავალების გაცემაზე, დავალებებისა და აქტივობების შეფასებაზე და სტუდენტების პროგრესის დოკუმენტირებაზე.
მთავარი პირობები:
განაკვეთი: არასრული
სამუშაო დღეები: შეთანხმებით (ცვალებადი)
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის, გრაფიკისა და პერიოდის გათვალისწინებით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@logicmeter.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ინგლისურის პედაგოგი) დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებთანაც ჩატარდება გასაუბრება.