betlive.club არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს.
betlive.club აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიცაზე:
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაო გრაფიკი:
სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას
ძირითადი მოვალეობები:
- მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
- უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
- მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება, რათა არ დაუშვას ობიექტზე არასრულწლოვნები;
- მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
- სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
- სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;
- ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
- საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.
საჭირო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
- დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- Fitpass;
- სამზარეულოს
- კომპანიისგან სერთიფიცირებულ სასწავლო კურსების უზრუნველყოფას
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კოლეგიალურ-გუნდურ კოლექტივს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
ანაზღაურება: - 850 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.