Accor არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში. Accor-ის ჯგუფის წევრი სასტუმროები “Ibis Styles Tbilisi Center” და “Mercure Tbilisi Old Town” აცხადებენ ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, კვებისა და სასმელების დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები: · სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მომსახურება; · მენიუს ზედმიწევნით ცოდნა; · სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა; · პროგრამა „Micros”-ში მუშაობა, შეკვეთების ასახვა და ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები: · მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; · ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია. დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები: · პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული; · როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი; · მეგობრულ და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული; · კომუნიკაციის უნარი. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: H9417-HR3@accor.com. /579203896 |