აფთიაქის მენეჯერი

თამარ მეფის გამზირი, თბილისი
1-2 წელი
15 ივლისი - 29 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

ფარმაცევტული კომპანია "იბერიფარმა +" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის მენეჯერის პოზიციაზე:

მოთხოვნები:
  • ფარმაცევტული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საბაზისო რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი).
უნარები:

  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტის დროული გაღება-დახურვის და თანამშრომლის მოსვლა-წასვლის კონტროლი
  • ტერმინალისა და სალარო აპარატის მონაცემების კონტროლი
  • მეილის კონტროლი და მასზე დროული რეაგირების მოხდენა
  • ფარმაცევტების მუშაობის კონტროლი 
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე მიღებული პროდუქციის ზედნადებების ყოველდღიური კონტროლი
  • პროდუქციის მიღება, შეკვეთების გაკეთება, პროგრამაში შეტანა/დაფიქსირება და სხვ. 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით.
დეტალები
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
სისწრაფე, ოპერატიულობა, კომუნიკაბელურობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
თამარ მეფის გამზირი, თბილისი, საქართველო
15 ივლისი - 29 აგვისტო