რესტორნის მენეჯერი - სტეფანწმინდა

ს3, სტეფანწმინდა
სრული განაკვეთი
1-2 წელი
18 ივლისი - 17 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო "Kazbegi View" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

"Kazbegi View" არის კოტეჯების ტიპის სასტუმრო, რომელიც 2019 წელს დაარსდა. სასტუმრო ამ ეტაპზე მოიცავს 9 მოქმედ კოტეჯსა და რესტორანს. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, მართვის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და ენერგიულად გაუძღვება რესტორნის ეფექტურად მუშაობის პროცესს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/kazbegiview1/?ref=page_internal

ძირითადი მოვალეობები:

  •  რესტორნის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  •  დაქვემდებარებული პერსონალის მონიტორინგი, სწავლება და შიდა კომუნიკაციური პროცესების მართვა.
  •  სასტუმროს მენეჯერთან და უშუალო ხელმძღვანელობასთან კოორდინირებული მუშაობა.
  •  დოკუმენტების მართვა და ანგარიშების მომზადება.
  •  მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოთხოვნები:

  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
  •  გუნდის მართვის, ეფექტური კომუნიკაციის წარმოების, დაგეგმვისა და აღსრულების უნარი.
  •  საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
  •  სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებით რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:

  •  გუნდური მუშაობის უნარი.
  •  მეგობრულობა.
  •  კომუნიკაბელურობა.
  •  ორგანიზებულობა.
  •  რამდენიმე დავალების კოორდინირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  •  კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:

  •  სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
  •  ეფექტურად შესრულებულ სამუშაოზე ბენეფიტებს.
  •  საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: სტეფანწმინდა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
მეგობრულობა, კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი, ორგანიზებულობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
ს3, სტეფანწმინდა, საქართველო
სოციალური ქსელები
18 ივლისი - 17 აგვისტო