სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „ვიდეო-მონიტორინგის თანამშრომელი“ პოზიციაზე თბილისში;
სამუშაოს აღწერა:
ვიდეო-კამერებით, კომპანიის კუთვნილი ობიექტების, ასევე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი;
წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება;
თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება) ნორმების, ასევე გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
წარმოებისა და ლოჯისტიკური პროცესების (საქონლის მიღება-დატვირთვა-გადმოტვირთვა-გაცემა) ვიდეო-მონიტორინგი და შეუსაბამობების გამოვლენა;
რაპორტინგი და ხელმძღვანელის იმ საკითხებზე ინფორმირება, რომლის გადაწყვეტა მის კომპეტენციას ცდება;
საჭიროების შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
სასურველი უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლიანი;
დისციპლინირებული;
მოწესრიგებული;
პედანტური;
პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.