მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას:
საკრედიტო ექსპერტ-სტაჟიორის თანამდებობაზე (ზესტაფონის, ბაღდათის, ქუთაისის, ცაგერის, სამტრედიის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის, ზუგდიდის, მესტიის, ქობულეთის, ოზურგეთის, ბათუმის, ხევლაჩაურის, ხულოს) ფილიალებისთვის (100%-ნი დასაქმების გარანტიით).
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით; ასევე ნებისმიერ საბუნებისმეტყველო დარგებში
- სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- კომუნიკაბელური
- კომპიუტერის, კერძოდ კი "ვორდის" და "იქსელის" ზედმიწევნით ცოდნა
- აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.
- მაქსიმალური ასაკი 25 წელი
კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით.