კომპანია უდაბნოაცხადებს ვაკანსიას მექანიზაციის ადმინისტრატორის პოზიცაზე:
ადგილმდებარეობა: საგარეჯოს რაიონი
ექვემდებარება: მექანიზაციის დეპარტამენტის მენეჯერს
ძირითადი მოვალეობები:
აღრიცხოს და აკონტროლოს საწვავის ნაშთები;
უზრუნველყოს საწვავის შეკვეთის ფორმირება;
საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საწვავის ბარათები;
შეადგინოს საწვავის ჩამოწერის აქტები და მიაწოდოს უშუალო ხელმძღვანელს კომპანიის მიერ დადგენილ ვადებში;
უზრუნველყოს მექანიზაციის დეპარტამენტის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხოს არსებული დოკუმენტები;
აწარმოოს ტექნიკის და საწვავის მონიტორინგი GPS - ების საშუალებით;
ყოველდღიურად აკონტროლოს და აღრიცხოს მექანიზაციის დეპარტამენტში მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებულების ნამუშევარი დღეები და უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დასტურის შემდეგ ყოველთვიურად მიაწოდოს შესაბამისი მიმართულების თანამშრომელს;
გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს;
მოამზადოს პერიოდული ანგარიშები, წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს და იხელმძღვანელოს მიღებული მითითებებით;
შეადაროს მიღებული და დახარჯული საწვავის ხარჯები ფაქტობრივ მონაცემებს;
საჭიროებისამებრ, აწარმოოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტები;
სამუშაოს დაწყებამდე განსაზღვროს მისი სამუშაო არეალის რისკები (სახანძრო უსაფრთხოება, ელექტრო/მექანიკური ხელსაწყოები, ტვირთის სიმძიმე, სისუფთავე და ა.შ) და აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს ხელმძღვანელს;
იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და კომპანიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
უცხო ენების ცოდნა (ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
კარგი კომუნიკაციის უნარი;
ფიზიკური გამძლეობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.