ფერმის ადმინისტრატორი - საგარეჯო

მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
25 ივლისი - 10 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია უდაბნო აცხადებს ვაკანსიას ფერმის ადმინისტრატორის პოზიციაზე:

ანგარიშვალდებულია: პროექტის დირექტორის წინაშე

ძირითადი მოვალეობები:

  • კოორდინაცია გაუწიოს ფინანსური და საოპერაციო დეპარტამენტებისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის დროულად მიწოდებას;
  • უზრუნველყოს ფერმისთვის  შესყიდვის მოთხოვნების მომზადება და  ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება კონტრაქტორებისგან;
  • მოამზადოს მიმდინარე სამუშაოების შესახებ რეპორტი;
  • გადაამოწმოს და დაამუშავოს ფერმაში ადგილობრივად დასაქმებულების ნამუშევარი დღეების ფაილი და მიაწოდოს სრული ინფორმაცია ფინანსურ დეპარტამენტს;
  • გადაამოწმოს და დაამუშავოს ფერმაში ტექნიკის მიერ შესრულებული სამუშაოების და მასალების ტრანსპორტირების ფაილი და მიაწოდოს სრული ინფორმაცია ფინანსურ დეპარტამენტს;
  • აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა;
  • მოამზადოს ხელშეკრულებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და გაუგზავნოს იურიდიულ/ადამიანური რესურსების მართვის  დეპარტამენტს;
  • უზრუნველყოს ყველა დოკუმენტაციაზე (მიღება-ჩაბარება, მომსახურების ხელშეკრულება და აშ. ) მხარეების ხელმოწერა;
  • აწარმოოს/დაარქივოს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტები;
  • გაუწიოს ორგანიზება აღჭურვილობის, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენას;
  • აკონტროლოს დოკუმენტაციის სიზუსტე;
  • აწარმოოს შეხვედრების განრიგი და საჭიროებისამებრ დაესწროს დანიშნულ შეხვედრებს;
  • გაუწიოს დახმარება პროექტის დირექტორს/ოპერაციების მენეჯერს შესაბამისი დავალებების შესრულებაში;
  • უზრუნველყოს პროექტისთვის საჭირო პროცედურების სწორი და ხარისხიანი წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
  • გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში/სამშენებლო სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ორგანიზებულობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი, სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
25 ივლისი - 10 სექტემბერი