ფერმის მენეჯერი - წვრილფეხა პირუტყვი - საგარეჯო

მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
On-site
1-2 years
25 July - 10 September

Vacancy description

კომპანია უდაბნო აცხადებს ვაკანსიას ფერმის მენეჯერის პოზიციაზე:

დეპარტამენტი: საოპერაციო
მიმართულება: წვრილფეხა პირუტყვი
ანგარიშვალდებულია: ოპერაციების მენეჯერის და  პროექტის დირექტორის წინაშე

ძირითადი მოვალეობები:

  • აკონტროლოს წვრილფეხა ცხოველთა გადაადგილება საძოვარზე;
  • გაუწიოს მეთვალყურეობა წვრილფეხა პირუტყვის ჯანმრთელობას და მასთან შეუსაბამო ნიშნების შემჩნევისთანავე მიიღოს შესაბამისი ზომები;
  • მუდმივად იზრუნოს ზოოჰიგიენაზე;
  • საჭიროებისამებრ აწარმოოს მოლაპარაკებები კონსულტანტებთან/პარტნიორებთან;
  • აწარმოოს ყველა საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტი, აკონტროლოს მათი სიზუსტე და სისრულე;
  • განსაზღვროს ფერმისთვის საჭირო მასალა/ინვენტარი/საკვები, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელს და აკონტროლოს მათი მიღება/ჩაბარება;
  • ფლობდეს ინფორმაციას საწყობში არსებულ მარაგებთან დაკავშირებით, რათა განსაზღვროს წვრილფეხა პირუტყვის ფერმისთვის საჭირო შეკვეთის განთავსების დრო;
  • განსაზღვროს ფერმებზე ადამიანური რესურსის საჭიროება;
  • დეტალურად აღრიცხოს ფერმის ყოველდღიური ხარჯები, გაუწიოს მონიტორინგი ბიუჯეტის მიზნობრივ გახარჯვას და რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია ოპერაციების მენეჯერს.
  • უზრუნველყოს წვრილფეხა პირუტყვის ძირითადი ინფექციური, ინვაზიური და არაგადამდები დაავადებების კონტროლი და მათი პრევენციული, საპროფილაქტიკო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, დაგეგმვა და ზედამხედველობა;
  • დაგეგმოს და აკონტროლოს  სამუშაოების ვადები და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს მითითებები პროცესების დაჩქარების მიზნით;
  • გაუწიოს ორგანიზება  პროფილაქტიკურ, სამკურნალო და ვეტერინარულ-სანიტარულ ზომებს, რომლებიც მიმართულია პირუტყვის ჯანმრთელობისა მდგომარეობის, პროდუქტიულობის გაზრდასა და დაავადებების შემცირებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს შესაძენი ცხოველის შერჩევის პროცესში, სამომავლო პროდუქტიულობის განსაზღვრაში, როგორც ვეტერინარული ისე გენეტიკური კუთხით;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის წლიური საოპერაციო ბიუჯეტის შედგენაში;
  • აწარმოოს ფერმაზე დასაქმებული შემსრულებლების დასწრება და მათი ხელფასების აღრიცხვა; 
  • გაუწიოს მონიტორინგი მიმდინარე სამუშაოების მსვლელობას და შესრულებული სამუშაოს ხარისხს; 
  • ორგანიზება გაუწიოს ფერმის დროულ დასუფთავებას და ნარჩენების გატანას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • უმაღლესი/პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ცხოველთა და ფრინველთა ძირითადი დაავადებების ცოდნა, მათი პრევენციული, საპროფილაქტიკო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფლობდეს ცხოველთა სადეზინფექციო და სამკურნალო საშუალებების გამოყენების წესებს;
  • ფლობდეს ინფორმაციას საკარანტინო ღონისძიებების შესახებ;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა( Microsoft excel, word);
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Details
Working type
On-site
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
გუნდურად მუშაობის უნარი, სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
About Employer
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
25 July - 10 September