კომპანია უდაბნო აცხადებს ვაკანსიას ირიგაციის მენეჯერის პოზიციაზე:
ანგარიშვალდებულია: წვეთოვანი სარწყავი სისტემების დეპარატმენტის მენეჯერის წინაშე
სამუშაო ადგილი: საგარეჯო, სათაფლეს მიმდებარე
ძირითადი მოვალეობები:
ორგანიზება გაუწიოს ახალი წვეთოვანი/სარწყავი სისტემის პროექტის დაგეგმვას, რათა უზრუნველყოს პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულება;
უზრუნველყოს ნუშის ბაღებში არსებულ წვეთოვანი სისტემების გამართულად მუშაობა;
ორგანიზება გაუწიოს სასუქების გახსნას და ბაღებში შეტანის პროცესს;
უზრუნველყოს ნუშის ბაღებში დაზიანებული მილების აღდგენა - შეკეთება და მათი გამართულად მუშაობა;
იზრუნოს სარწყავი სისტემების ტექნიკური ეფექტიანობის ამაღლების გზებზე;
იზრუნოს ფერტი-ირიგაციის ტექნიკურ მხარეზე და გაუმართაობის შემთხვევაში მიმართოს ტექნიკური მიმართულების დეპარტამენტს;
უზრუნველყოს რეზერვუარებთან არსებული ფილტრების მოვლა და მათი გამართულად მუშაობა;
მოახდინოს სასუქების და სხვა საჭირო მასალის მიღება საწყობიდან დოკუმენტაციის საფუძველზე;
მუდმივად აკონტროლოს სამუშაო პროცესი და ჩაატაროს შემოვლითი ღონისძიებები;
იზრუნოს სამუშაო პროცესისთვის საჭირო პირობებზე;
იყოს პასუხისმგებელი წვეთოვანი სისტემის გამართულად მუშაობასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საქმიანობაზე;
ხელი შეუწყოს პროექტის ოპერირებას შესაბამისი მიმართულებით;
დადგენილი სტანდარტების მიხედვით გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები;
პერიოდულად რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია წვეთოვანი სარწყავი სისტემების დეპარტამენტის მენეჯერს;
მისცეს სტიმული და მოტივაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, თანმიმდევრულად და სამართლიანად გადაანაწილოს დავალებები;
სამუშაოს დაწყებამდე განსაზღვროს მისი სამუშაო არეალის რისკები (სახანძრო უსაფრთხოება, ელექტრო/მექანიკური ხელსაწყოები, ტვირთის სიმძიმე, სისუფთავე და ა.შ) და აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს ხელმძღვანელს;
ორგანიზება გაუწიოს სამუშაო სივრცის დროულ დასუფთავებას და ნარჩენების გატანას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
წვეთოვან სარწყავ სისტემებთან და 3 ფაზა ელ. ძრავებთან მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
განათლება შესაბამისი (საინჟინრო-ტექნოლოგიური; აგრარული მეცნიერებები) მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
სასურველია ელექტრონულად მართვადი პროცესების სამართავი პროგრამების ცოდნა.
გუნდურად მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.