პრემიუმი

ოფისის მენეჯერი

26 ივლისი - 28 აგვისტო
დეტალები
მისამართი
ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა

ვაკანსიის აღწერა

სს „სილქ როუდ ბანკი“  აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:30
შაბათი 10:00-13:30;

დამატებითი ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული  ფუნქცია-მოვალეობანი:

  • ბანკის დოკუმენტბრუნვის პროცესის კოორდინაცია და მართვა;
  • ბანკში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, კანცელარიის სამსახურის გავლით შემოსული და გასული დოკუმენტაციის, დადგენილ ვადებში აღრიცხვა, განხილვა,  შინაარსის ანალიზი, კონტროლი და  არქივიზაცია.
  • შიდა ნორმატიული და ადმინისტრირების დოკუმენტაციის  დამუშავება, აღრიცხვა, კონტროლი;
  • მიმოწერის წარმოება, როგორც მენეჯმენტის დავალებით, ასევე სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თავისი საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით;
  • შეხვედრების ჩანიშვნა, დაორგანიზება და საჭირო მასალით მომარაგება;
  • სტუმრების მიღება;
  • მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;
  • საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / ტექნიკური უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ჰუმანიტარული განხრით;
  • ქართული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • კორესპონდენციის შესაბამის ფორმატში შედგენა,თარგმნა,ანალიზის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა, გუნდურობა; 
  • დეტალებზე ორიენტრიებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ქართულ ენაზე.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ  გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ როუდ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

გისურვებთ წარმატებებს !
მისამართი
ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
26 ივლისი - 28 აგვისტო