საცალო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი

ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი
საოფისე
1-2 წელი
26 ივლისი - 28 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

სს „სილქ როუდ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში  საკრედიტო დეპარტამენტის საცალო სესხების განყოფილებაში, საცალო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:30
შაბათი 10:00-13:30;

დამატებითი ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები: 

  • ბაზრის კვლევა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • ბაზების დამუშავება და შეთავაზებების განხორციელება;
  • გასვლითი, პრომო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სახელფასო პროექტების მომზადება, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და ორგანიზაციებისთვის შეთავაზება;
  • სხვადასხვა ორგანიზაციებში პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება;
  • ინდივიდუალური სასესხო განაცხადების შევსება, პირველადი ანალიზის ჩატარება და საკრედიტო ოფიცრისთვის გადაცემა;
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
განათლება: 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:

  • ანალოგიურ  პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი  გამოცდილება;
  • სასურველია ბანკში ან საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება და საბანკო პროდუქტების ცოდნა.
პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
ანაზღაურება:

  • განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით, ფიქსირებულ ხელფასს დამატებული საბონუსე ანაზღაურება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ქართულ ენაზე 

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ  გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ როუდ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
26 ივლისი - 28 აგვისტო