ექიმო სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ჯანდაცვის ინტეგრირებული ეკოსისტემის დახმარებით სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებს.
თუ ხარ ენერგიული, სურვილი გაქვს ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელო და ერთად შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი, მაშინ გელით მთელი გულით ექიმოში, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ჩვენ გახვედრებთ მეგობრულ, დინამიურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემს საუკეთესოდ წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები.
იმისთვის რომ ერთმანეთთან თანამშრომლობა შევძლოთ ამისთვის საჭიროა:
- გქონდეს უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით;
- იცოდე გრაფიკული პროგრამები პროფესიულ დონეზე (Adobe Illustrator; Adobe Photoshop);
- თუ იცი 2D გრაფიკული პროგრამები (Adobe Premiere, Adobe After Effects) მაშინ კიდევ უფრო მეტი საშუალება გვექნება ერთმანეთთან თანამშრომლობის
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
ჩვენთან ერთად შექმნი:
- ვიზუალური კომუნიკაციის მასალებს სოციალური ქსელისთვის;
- ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალებს;
- ბეჭდვით და ციფრულ მასალების დიზაინს, ხანდახან მათ კორექტირებასაც;
- ილუსტრაციებს ხელით ან პროგრამების გამოყენებით;
- GIF-ებს;
- დაამუშავებ ფოტოებს;
დამატებითი დეტალებიც გვსურს გაგიზიარო:
- სამუშაო ლოკაცია - ყაზბეგის გამზირი 25
- სამუშაო საათები - 10:00-19:00
- ანაზღაურება - შენი გამოცდილებიდან და მოლოდინიდან გამომდინარე განისაზღვრება
თუ ფიქრობ რომ კარგად ვითანამშრომლებთ, გაგვეცანი. გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და პორტფოლიო.
ექიმოს გუნდი გისურვებს წარმატებებს და გელის მთელი გულით!
თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ექიმოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.