სტანდარტული

Backend დეველოპერი

26 ივლისი - 10 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
ლოგიკური აზროვნება, მიზანდასახულობა

ვაკანსიის აღწერა

ექიმო სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ჯანდაცვის ინტეგრირებული ეკოსისტემის დახმარებით სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. 
ექიმოში ვაკანსიაა Backend დეველოპერის პოზიციაზე. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეიტანე წვლილი ინოვაციური პროდუქტისა და სიახლეების დანერგვაში. გთავაზობთ მეგობრულ, დინამიურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები.

ჩვენთან ერთად ჩართული იქნები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში;  
  • არსებული ფუნქციონალის მხარდაჭერაში და ხარვეზების აღმოფხვრაში;
იმისთვის რომ თანამშრომლობა შევძლოთ სასურველია გქონდეს:

  • OOP პრინციპების კარგი ცოდნა და აღქმა;
  • პროექტირების და პროგრამირების პატერნების ცოდნა;
  • ვებ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • SQL-ის ცოდნა და RDBMS-თან მუშაობის გამოცდილება;
  • PHP-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • Ruby -ზე და Ruby on Rails -ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • 2 წლიანი გამოცდილება ბექენდ პროგრამირებაში.
თანამშრომლობა საინტერესო და პროდუქტიული იქნება თუ გაქვს/ხარ:

  • ლოგიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დროის რაციონალურად მართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.
თუ დაინტერესებული ხარ შეგიძლია გამოაგზავნო შენი რეზიუმე.

ექიმოს გუნდი გისურვებს წარმატებებს და გელის მთელი გულით!

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ექიმოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
სოციალური ქსელები
26 ივლისი - 10 სექტემბერი