გაყიდვების სპეციალისტი

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
საოფისე
2-3 წელი
26 ივლისი - 10 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

ექიმო სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ჯანდაცვის ინტეგრირებული ეკოსისტემის დახმარებით სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. 
ექიმოში ვაკანსიაა გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეიტანე წვლილი ინოვაციური პროდუქტისა და სიახლეების დანერგვაში. გთავაზობთ მეგობრულ, დინამიურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები.

ჩვენთან თანამშრომლობისას აქტიურად ჩაერთვები შემდეგ პროცესებში:

  • ახალი პარტნიორების (ლაბორატორიული კლინიკების/ზოო მაღაზიების/ექიმი-ვეტერინარის) მოძიება,  კომუნიკაციის წარმართვა და აპლიკაციაში ინტეგრაცია;
  • არსებულ პროვაიდერებთან აქტიური კომუნიკაცია, მათთვის სიახლეების გაცნობა და საერთო სააქციო კამპანიების დაგეგმვა;
  • მარკეტინგის გუნდთან აქტიური კომუნიკაცია საჭირო მიმართულების წინ წამოსაწევად;
  • ყოველ კვირეული რეპორტინგის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ინტეგრაციის და სააქციო კამპანიების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის თავმოყრა;
  • კორპორატიული მიმართულებით სატელეფონო ზარის განხორციელება შეთავაზების გასაკეთებლად;
  • In app ბანერების შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის;
იმისთვის რომ შევძლოთ თანამშრომლობა, სასურველია:

  • გქონდეს გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • გქონდეთ მაგისტრის ხარისხი ან იყო სტუდენტი;
  • იცოდე ინგლისური კარგად, რუსული საშუალოდ;
  • MS Office-ის პროგრამები, განსაკუთრებით excel.
  • თანამშრომლობა საინტერესო და პროდუქტიული იქნება თუ გაქვს/ხარ:
  • კარგი მოლაპარაკების უნარი;
  • დროის რაციონალურად მართვის უნარი;
  • ინიციატორი და აქტიური;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ექიმოს გუნდი გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ექიმოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
დეტალები
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
მაგისტრი
უნარები
ინიციატორი და აქტიური, კარგი მოლაპარაკების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
26 ივლისი - 10 სექტემბერი