Standart

მაღაზიის საწყობის დამხმარე - თბილისი

26 July - 10 September
Details
Address
3 პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი

Vacancy description

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის“ 18 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

დამსაქმებელი:  სს ”ელიტ ელექტრონიქსი” 

პოზიციის დასახელება:  მაღაზიის დამხმარე

ადგილმდებარეობა: თბილისი

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები: 

  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
  • პროდუქიციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
  • მაღაზიაში ან საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
  • საჭიროებისამებრ მაღაზიის მენეჯერისა და თანამშრომლების დახმარება;
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება.
პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პორცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სს "ელიტ ელექტრონიქსი"ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას  როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
Location
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
26 July - 10 September