მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში პროფესიული მიმართულებით:
„სუშის მზარეულის პოზიციაზე“
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.
ძირითადი მოვალეობები:
სუშის მოსამზადებლად საჭირო პროდუქციის გასუფთავება და დაჭრა შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით
სხვადასხვა სახეობის სუშის მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად
დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგება, პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი.
სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა
მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
მოთხოვნები:
მოტივაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა
ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
გუნდური მუშაობის უნარი
გამოცდილება/პროფესიული განათლება კულინარიის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV,
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
უნარები
მოტივაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა