უფროსი მოლარე - ზუგდიდი

14 თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილი, ზუგდიდი
1-2 წელი
27 ივლისი - 07 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში -  უფროსი მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • სალაროების გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება
  • სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
  • მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების მაღალი სტანდარტებით შესრულების კონტროლი
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • მოლარეებისთვის სამუშაო  გრაფიკის განსაზღვრა; სამუშაო გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა
  • ახალი თანამშრომლებისთვის სალარო ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა. 
მოთხოვნები:

  • სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია უფროს მოლარედ მუშაობის გამოცდილება 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1-2 წელი
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
27 ივლისი - 07 სექტემბერი