ფილიალის მენეჯერი - ზუგდიდი

14 თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილი, ზუგდიდი
2-3 წელი
27 ივლისი - 07 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში, ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მენეჯმენტთან ერთად ფილიალის სტრატეგიის, სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა
  • მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ფილიალში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა და მუდმივი მონიტორინგი
  • პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხის, ვადების, ფასების, განლაგების და სხვ. მუდმივი კონტროლი  
  • სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი
  • პროდუქციის შეკვეთისა და მიღების პროცესების კონტროლი, მარაგების სწორად განსაზღვრის უზრუნველყოფა
  • ფილიალის დანაკლისების შემცირებასა და მოგების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა
  • ფილიალის სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის განსაზღვრული წესების შესაბამისად წარმოება და ინფორმაციის არსებულ პროგრამაში ასახვა
  • ფილიალში ჯანსაღი კორპორატიული კლიმატის დამკვიდრება - თანამშრომელთა მოტივაციასა და  პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მაღლი შესრულების წახალისება
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის დიპლომი)
  • საცალო ვაჭრობის სფეროში ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2  წლის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2)
  • ძლიერი კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარები
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ძლიერი კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარები
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
27 ივლისი - 07 სექტემბერი